ფერმერებმა ბელგია-ნიდერლანდების დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

ფერმერებმა ბელგიისა და ნიდერლანდების დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს. დემონსტრანტები ქვეყანაში დაბალფასიანი საკვების იმპორტს, რის გამოც მათ მიერ წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაბალ ფასად იყიდება, და ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციის ბელგიელმა და ჰოლანდიელმა მონაწილეებმა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალებზე მოძრაობა შეზღუდეს, რამაც ანტვერპენისა და როტერდამის - ევროპის მთავარი პორტების მუშაობა შეაფერხა.

აღსანიშნავია, რომ ფერმერთა აქციები ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში იმართება. 

პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს. 

გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.

ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ. ევროპის კავშირის ახალი მოთხოვნის თანახმად, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებაში მცხოვრებმა ფერმერებმა პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება თანდათან იმდენად უნდა შეამცირონ, რომ 2030 წლისთვის საკუთარ საზღვრებში მოქცეული ზედაპირის მინიმუმ 20% ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, რომ  კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები