ფილტრაციის ბანაკებში მარიუპოლიდან 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლიდან ოკუპანტებს ადგილობრივი მოსახლეობა ფილტრაციის ბანაკებში მიჰყავთ და, სავარაუდოდ, მათ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტულ არმიაში მობილიზებისთვის ამზადებენ. ამის შესახებ ტელეგრამზე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნოვოაზოვსკის რაიონის ფილტრაციის ბანაკებში ადამიანების რაოდენობა 2 ათასი კაციდან 3-4 ათასამდე გაიზარდა. ოკუპანტები აგრძელებენ მარიუპოლიდან მამაკაცების ამ ფილტრაციის ბანაკებში გადაყვანის პრაქტიკას. ამავდროულად, მარიუპოლის არც ერთ მკვიდრს არ დაუტოვებია ბანაკი ხუთი კვირის განმავლობაში," - თქვა მან.

ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ დატყვევებული უკრაინელების პირობები უარესდება, ფაქტობრივად, მათ ფსიქოლოგიურად ანგრევენ.

"ბანაკებში რუსი სამხედროები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას პირად საუბრებში, რომ მამაკაცებს ამზადებენ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტულ არმიაში მობილიზაციისთვის, ქალაქ დონეცკში მობილიზაციის წარუმატებლობისა და ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო." - განაცხადა მერის მრჩეველმა.

მსგავსი სიახლეები