ფინეთი ელის, რომ რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკი ჰავისტო თვლის, რომ მისი ქვეყანა რამდენიმე კვირაში ოფიციალურად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ამის შესახებ 1 აპრილს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
"რა თქმა უნდა, თურქეთი რატიფიკაციის დოკუმენტს უმოკლეს ვადაში გადასცემს ვაშინგტონს, სადაც ის შეინახება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. როცა ეს მოხდება, ამერიკელები აცნობებენ ნატოს გენერალურ მდივანს [იენს] სტოლტენბერგს და ის გამოგვიგზავნის მოწვევას. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს. თუ ზუსტი დღე უნდა ვთქვა, ვიტყვი, რომ საუბარია ორშაბათზე, სამშაბათზე. თუ თურქეთი დოკუმენტებს გეგმის მიხედვით გაგზავნის, მაშინ მომავალ კვირაში ან რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლოა ნატოში შესვლისკენ საბოლოო ნაბიჯები გადაიდგას", - განაცხადა ჰაავისტომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია ვინ წავა საბოლოო დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, მაგრამ ის თვლის, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეა.
1 აპრილს, თურქეთმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოხდა.
ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდება.