ფინეთი: ნატოს წევრობაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთოთ
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ განცხადებაში ნატოში გაწევრიანებას ოფიციალურად დაუჭირეს მხარი.
სკანდინავიური ქვეყნის ლიდერების განცხადებით, ჰელსინკიმ სამხედრო ალიანსის წევრობაზე განაცხადი „დაუყოვნებლივ“ უნდა გააკეთოს.
„ნატოში წევრობა ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ფინეთი მთელს თავდაცვის ალიანსს განამტკიცებს“, - ნათქვამია საული ნიინისტოს და სანა მარინის განცხადებაში.
ფინეთის მთავრობა ახლა პარლამენტის საბოლოო თანხმობას ელოდება, რომელსაც რამდენიმე დღეში ელოდებიან.
სავარაუდოდ, ფინეთის მეზობელ შვედეთში ალიანსის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 15 მაისს მიიღებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკი და სტოკჰოლმი ნატოში განაცხადს 16 მაისს შეიტანენ.