ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს უახლოეს კვირებში გააკეთებს

ფინეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს უახლოესი კვირების განმავლობაში გააკეთებს. ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ერკი ტუომიამ განაცხადა. 

დეპუტატის სიტყვებს გამოცემა Helsingin Sanomat ავრცელებს

ამ შინაარსის განცხადება ფინელმა დეპუტატმა სტოკჰოლმში, ოფიციალური ვიზიტისას გააჟღერა, მისი თქმით ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს როგორც საზოგადოების, ასევე კანონმდებლების მყარი უმრავლესობა. ამავდროულად, მან თავი აარიდა კითხვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს თვითონ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

იმის შესახებ, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას მალევე მიიღებდა, განაცხადა პრემიერმა სანა მარინმაც 2 აპრილს.  

ფინეთის პრემიერის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ფინეთი დააფიქრა საკუთარ სამხედრო სტრატეგიასა და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე:

"რუსეთი არ არის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად ნაფიქრი, მაგრამ სწრაფი, არსებითად ამ გაზაფხულზევე". 

სანა მარინის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ფინეთს მის შედეგებთან გამკლავება მოუწევს. პრემიერის თქმით, საკუთარ პოზიციას ტრანს-ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში გაასაჯაროებს. 

მანამდე ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საუბრობდა ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე. ბოლო კვირების განმავლობაში ნიინისტემ არაერთხელ განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება ფინეთისთვის მომგებიანი იქნებოდა. 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინეთში თვიდან-თვემდე იზრდებოდა - ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევით ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 62%, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

მსგავსი სიახლეები