ფინეთი რუსეთიდან მეტ მიგრანტს ელის, რადგან გაწვევის კანონმდებლობა გამკაცრდა

ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური ელის, რომ ჯარში გაწვევის კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციიდან გაქცევის მსურველთა რიცხვი გაიზრდება.

ამ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Yle) ავრცელებს.

"რუსეთის შიდა პროცესებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საზღვარზე გადაადგილებაზე. საზღვრის უკანონო გადაკვეთის რისკი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ არ ველით სასაზღვრო მიმოსვლის მნიშვნელოვან ზრდას." - აცხადებს ჯუკა ლუკარი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის საზღვრის დაცვის მეთაურის მოადგილე.

მისი თქმით, მესაზღვრეები საზღვარზე შესაძლო ცვლილებებისთვის ემზადებიან.

ლუკარიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი მოვლენა მოხდა, მაგრამ "ყოველთვის რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს ეს საზღვარზე."  

Yle-ს ცნობით, ზაფხულში სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე 11 უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა, საიდანაც შვიდი რუსეთიდან ფინეთში გადასული დეზერტირი იყო.

კონტექსტი

გასულ თვეში რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც გაწვევის სამხედრო ასაკის ზედა ზღვარს 27-დან 30 წლამდე ზრდს, ასევე კრძალავს ქვეყნიდან გასვლას იმ პირებისთვის, ვინც გაწვევის დოკუმენტი მიიღო.

რუსებს ფინეთში შესვლაზე შეზღუდვები გასული წლის სექტემბრიდან, რუსთში მობილიზაციის ტალღის ფონზე დაუწესდათ და ივლისში ფინეთის მთავრობამ ეს ნაბიჯები კიდევ უფრო გაამკაცრა.

მსგავსი სიახლეები