ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს. საპარლამენტო მოსმენის მიმდინარეობისას, ყველა დიდი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერმა მზაობა გამოთქვა, რომ ქვეყანამ ნატო-ში განაცხადი შეიტანოს. 

არსებული ინფორმაციით, საკითხის კენჭისყრაზე გასვლის შემდეგ, დაახლოებით 112 დეპუტატი დადებითი პასუხის გაცემას აპირებს, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია. 

28 მარტს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინსიტემ განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანს ესაუბრა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღების პრინციპებსა და მექანიზმებზე.

ფინეთის ხელისუფლება უკვე ესაუბრა მათი კანდიდატურის მხარდაჭერაზე ნატოს 30-ვე სახელმწიფოს მთავრობას.

ბრიტანული გამოცემა The Times აცხადებს, რომ ზაფხულში ნატოს 32 წევრი ეყოლება და ორგანიზაციას შვედეთი და ფინეთი შეურთდებიან.

ფინეთი და შვედეთი ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნები არიან. 

ცოტა ხნის წინ მათ ნატოს წევრ ნორვეგიასთან ერთად ნორვეგიის არქტიკულ ნაწილში ერთობლივი სამხედრო წრთვნები - Cold Response - ჩაატარეს. 

მსგავსი სიახლეები