ფინეთმა სანქცირებულ რუსებს 189 მილიონ ევროს აქტივები ჩამოართვა

ფინეთის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების აქტივების კონფისკაცია მოახდინა, რომლის ღირებულებაც თითქმის 189 მილიონი ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას MTV Uutiset ავრცელებს.

კონფისკაცია შეეხოთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ათეულობით ორგანიზაციას, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში შედის უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო.

რუსებმა დაკარგეს დიდი რაოდენობით ისეთი არამატერიალური აქტივები, როგორიცაა აქციები და თანხა ანგარიშებზე. ასევე ჩამორთმეულია ქონება, სამრეწველო ნედლეული და მანქანები.

ფინეთის აღსრულების სამსახური აღნიშნავს, რომ შესაძლოა რუსებს სხვა ქონებებიც ჩამოართვან, თუ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ახალი სანქციები დაწესდება.

მსგავსი სიახლეები