ფონ დერ ლაიენი: 2023 წელს უკრაინა ფინანსურ დახმარებას რეგულარულად მიიღებს
უკრაინას 2023 წელს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას რეგულარულად მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 24 დეკემბერს განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2022 წელს ევროკავშირმა 19 მილიარდი ევრო დახარჯა უკრაინის მხარდასაჭერად.
"უკრაინელები უკვე ცხრა თვეა გაბედულად იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით მათ. წელს 19 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზებული გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ეს "ყველაფერი არ არის".
"ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდა ჩვენს წინადადებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო მაკროფინანსური დახმარება გადავცეთ. თანხები რეგულარულად გადაირიცხება სასწრაფო აღდგენის და რეკონსტრუქციისთვის. რეკონსტრუქცია, რომელიც უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააყენებს", - დაწერა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.