ფონ დერ ლაიენი: ავაშნებთ ბასტიონს მემარჯვენე-მემარცხენე რადიკალების წინააღმდეგ

ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, უპირობო გამარჯვებული ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენია. 

მისი თქმით, EPP-ის გამარჯვება საუკეთესო გზა იქნება პოპულიზმთან საბრძოლველად.

"ევროპის სახალხო პარტიისთვის კარგი დღეა. ჩვენ ვართ უძლიერესი პარტია და სტაბილურობის გარანტი. სხვებთან ერთად, ჩვენ ავაშენებთ ბასტიონს, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალების წინააღმდეგ"- აღნიშნა გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს. 

გამარჯვების შემდეგ, განცხადება EPP-ის პრეზიდენტმა მანფრედ ვებერმაც გააკეთა. მისი თქმი, არსებობდა შიში, რომ ევროპარლამენტში ბევრი პოლიტიკოსი მოხვდებოდა, ვისაც ევროპის განადგურება სურდა. 

ევროპარლამენტის არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე მიმდინარეობდა და არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზე ევროპის სახალხო პარტია გავიდა, რომელსაც დაახლოებით 185 დეპუტატი ეყოლება, ხოლო მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატები იქნებიან - 133 დეპუტატით. 

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-პოპულისტების რიცხვი გაიზარდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებითი ცვლილებები მოხდეს. მოსალოდნელია, რომ EPP და სოციალ-დემოკრატები ალიანსს ლიბერალური ფილოსოფიის მქონე Renew Europe-თან გააკეთებენ, რომლებმაც დაახლოებით 20 დეპუტატი დაკარგეს, თუმცა მესამე ადგილზე დარჩებიან. 

მსგავსი სიახლეები