ფონ დერ ლეიენი: იმედია 20 წლის შემდეგ ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ისტორიული გადაწყვეტილების" წინაშე არიან, რამაც უნდა განსაზღვროს უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსი.
"20 წლის შემდეგ, როდესაც უკან მოვიხედავთ, იმედი მაქვს ვიტყვით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტი შაბათს კიევში იმყოფებოდა, სადაც ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინული მხარე ევროკავშირიში სწრაფ გაწევრიანებას ითხოვს, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებში ერთსულოვანი პასუხი არ არის.
ცნობილია, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე, ევროკავშირი რეკომენდაციებს გამოაქვეყენებს, სადაც უკრაინისთვის კანდიდატობის მინიჭების საკითხზე პოზიცია იქნება ასახული.
ხოლო, საბოლოო და ერთიანი პასუხი, ივნისის ბოლოს გასამართ სამიტზე გახდება ცნობილი. ამავე პერიოდში გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მოლდოვასა და საქართველოს შესახებ.