Forbes: კვიპროსის უდიდესი ბანკი რუსი კლიენტების ანგარიშებს ხურავს
Forbes.ru-ს ინფორმაციით, კვიპროსის უმსხვილესი ბანკი, Bank of Cyprus, რუს კლიენტებს ატყობინებს, რომ მათი ანგარიშები დაიხურება.
შეტყობინებებში ნათქვამია, რომ მომხმარებლის ანგარიშები ორ თვეში დაიხურება. კომპანია Main Partner Trust მიიჩნევს, რომ ამ ზომების მიზეზი შეიძლება იყოს რუსეთის საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი, რუსეთში სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესიდან შემოსავლის არსებობა ან კვიპროსში რუსი კლიენტების "ატიპიური" ბინადრობის ნებართვა.
გარდა ამისა, რუსი კლიენტების ანგარიშების დახურვის შემთხვევები დაფიქსირდა ბერძნული ბანკების - Hellenic Bank-ისა და Alpha Bank-ის კვიპროსის ფილიალებში.
სავარუდოდ, ბანკების ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბრიტანული და ამერიკული სანქციების დაწესების შიშებთან, რომლებიც კრძალავს საკონსულტაციო, მარკეტინგის, IT, იურიდიული, საინჟინრო მომსახურების მიწოდებას რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის.
Main Partner Trust-ში იმედოვნებენ, რომ Bank of Cyprus-ს კვიპროსის სხვა ბანკების მსგავსი გადაწყვეტილებები მოჰყვება.