FP: თურქეთი უკრაინას კასეტურ საარტილერიო ჭურვებს აწვდის
გასული წლის ნოემბერში თურქეთმა უკრაინისთვის კასეტური საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, რომლის გადაცემაზეც აშშ-მ უკრაინას უარი უთხრა.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით თურქეთი უკრაინას ორმაგი გამოყენების ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას აწვდის, რომელიც DPICM-ის აბრევიატურით არის ცნობილი. თურქეთში ამ ტიპის ჭურვები ცივი ომის დროს აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იწარმოებოდა.
აღნიშნული ჭურვი გასროლისას 88 უფრო მცირე ასაფეთქებელ მოწყობილობად იშლება და რაც უმთავრესად ტანკების გასანადგურებლად არის გამიზნული.
კასეტური შეიარაღება 2010 წლის კონვენციით აკრძალულია, თუმცა ამ შეთანხმებას არ შეუერთდნენ თურქეთი, აშშ, უკრაინა და რუსეთი. აშშ-ს კანონმდებლობა DPICM-ის ტიპის ჭურვების ექსპორტს კრძალავს, რამაც შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებელი გახადა.
პუბლიკაციის ავტორების ცნობით, კასეტური ჭურვების მიწოდება უკრაინისთვის უკვე ნოემბერში დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია გამოიყენება თუ არა უკვე აღნიშნული მასალა ბრძოლის ველზე.
"აშშ-ს უარის შემდეგ, თურქეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ამ საჭირო ჭურვების შოვნა შეეძლოთ. ეს აჩვენებს, რომ რუსეთთან სიახლოვის მიუხედავად, თურქეთი უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღებით ეხმარება",- ნათქვამია მასალაში.
კონტექსტი
ცივი ომის წლებში თურქთი აწარმოება კასეტურ ჭურვებს როგორც ნატოს სტანდარტის 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგრების, ასევე საბჭოთა სტანდარტის 122 მილიმეტრიანი დანადგარებისთვისაც.
სამხედრო ექსპერტების აზრით, კასეტური ჭურვები უკრაინას რუსეთის მიერ დონბასის გაშლილ სივრცეებში აგებული თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად ჭირდება. გარდა ამისა, ზოგი სამხედრო ექსპერტის აზრით, კასეტური ჭურვები უკრაინას ჩვეულ საბრძოლო მასალებში რუსეთის უპირატესობის შესამცირებლად ჭირდება.