ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე მსხვილი იერიში მიიტანა

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების ფონზე, რუსეთმა უკრაინაზე ბოლო კვირებში უმსხვილესი საჰაერო იერიში მიიტანა. 

ვითარების არსი: უკრაინული მედიების ცნობით, იერიში თითქმის 14 საათი გაგრძელდა - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ერთ ღამეში 405 უპილოტო საფრენი აპარატი და 28 რაკეტა გამოიყენა.

  • თავდასხმა ბუდაპეშტში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო შეხვედრის გაუქმებიდან ერთ დღეში მოხდა.

  • კიევზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი - 12 წლის გოგონა და 6 თვის ჩვილი. 

ჩაშლილად: ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა, რომელშიც 48 ბავშვი იმყოფებოდა.

  • სასწავლო დაწესებულების პერსონალმა ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოასწრო, არავინ დაშავებულა. დარტყმის შედეგად დაიღუპა კომუნალური სამსახურის თანამშრომელი. 

დიდი სურათი: რუსული თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინული ელექტრო ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამო უმეტეს რეგიონებში ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია.

  • ეს არის ყველაზე მსხვილი რუსული იერიში უკრაინაზე 10 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ მონაცემების თანახმად, გამოყენებულ იქნა 465 დრონი და 32 რაკეტა. 

  • იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - "კიდევ ერთი ღამე, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას არ განიცდის ომის გაჭიანურებისთვის. [...] დარტყმის ქვეშ მოხვდა ჩვეულებრივი ქალაქები, ძირითადად ჩვენი ენერგეტიკა, მაგრამ ასევე საცხოვრებელი სახლებიც. [...]

კონტექსტი: თავის მხრივ ბუდაპეშტში შეხვედრის შესახებ ლიდერები 16 ოქტომბერს გამართული რიგით მერვე სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ - ამერიკელი პრეზიდენტი ამბობდა, რომ სამიტი უახლოეს 2 კვირაში შედგებოდა. 

  • შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა 17 ოქტომბერს კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

  • მეტიც, მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინი ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანსაც ესაუბრა.

  • საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამიტი კრემლის უკომპრომისო პოზიციის გამო გადაიდო. 

სიღრმისეულად: რუსეთის მოთხოვნები უცვლელია - სრული კონტროლი დონბასის რეგიონზე

 

მსგავსი სიახლეები