პოკროვსკში რუსების ინფლიტრაცია გრძელდება - რა ხდება ფრონტის ურთულეს მონაკვეთზე

უკრაინული წყაროები ქალაქ პოკროვსკში რუსი ჯარისკაცების განგრძობად ინფილტრაციის შესახებ იუწყებიან, მათი თქმით ქალაქის უმეტეს ტერიტორიაზე არცერთ არმიას არ აქვს მყარი კონტროლი. 

ვითარების არსი: უკრაინული OSINT პროექტის, Deep State-ის თავის უკანასკნელ კრებში პოკროვკის ფარგლებში საოკუპაციო არმიის წინსვლაზე წერს და ქალაქს ერთ დიდ ნაცრისფერ ზონას უწოდებს. 

  • საყურადღებოა, რომ საუბარი არ არის ქალაქის ალყაზე, რომლის შესახებაც ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა. 

  • გასულ საათებში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ის სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოაქვეყნა პოკროსვკში მიმდინარე სპეცოპერაციის კადრები, სადაც ასახულია საჰერო დესანტის გადასხმა და ქვედანაყოფის მუშაობა ქალაქის ტერიტორიაზე. 

ჩაშლილად: "გუშინდელი მონაცემებით, რუსი სამხედროები წარმოდგენილები არიან ქალაქის ყველა უბანში, კარგი ამბები არ გვაქვს. ვითარება დაძაბულია, რუსები ვერ აკონტროლებენ მთლიანად ქალაქს, ბრძოლები მიმდინარეობს"- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო, არტიომ კარიაკინი. 

  • მისი თქმით, რუსები კვლავ ცდილობენ ქალაქის ირგვლივ შექმნილი ნახევარრკალის სრულად ჩაკეტვას. 

  • ქალაქში შექმნილი "სამწუხარო ვითარების" შესახებ წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფიც - "ოკუპანტები დიდი ოდენობით ცოცხალი ძალით გვაწვებიან. მათი გადაადგილების ინტენსიურობა იმდენად მაღალია, რომ ოპერატორები დრონების აფრენას ვერ ასწრებენ."

  • ამავე წყაროს ცნობით, ქალაქში რუსების მცირე, 3-4-კაციანი დაჯგუფებები მოქმედებენ და დღის განმავლობაში შესაძლოა ასობით ასეთი ჯგუფი იყოს აქტიური. 

  • შექმნილ ვითარებაში წყაროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარიამოცანა ქალაქის შენარჩუნებაზე მეტად "ოკუპანტების შეტევის შეკავებაა." 

წინარე ისტორია: პოკროვსკი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის მთავარი სამიზნე და იერიშის ცენტრალური მიმართულებაა - ქალაქზე რამდენიმე საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი გადის. 

  • პოკროვსკის შემოგარენს რუსული არმიის მოწინავე დაჯგუფებები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიუახლოვდნენ, მალევე ქალაქიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა, არაერთი სამხედრო ექსპერტი პროგნოზირებდა, რომ ქალაქი რამდენიმე თვეში დაეცემოდა. 

  • მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი კონტროშეტევებით მოახერხა ქალაქთან მისასვლელი გზების გათავისუფლება და ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს უშუალოდ ქალაქის სრულ ტერიტორიაზე. 

  • უკრაინული წყაროების ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული პოკროვსკის მიმართულებით მოქმედმა რუსულმა დანაყოფებმა ტაქტიკა შეცვალეს - მსხვილი მექანიზებული კოლონებით შეტევის ნაცვლად მცირე ქვეითთა დაჯგუფებების გამოყენება დაიწყეს. 

  • უკრაინულ არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე ასეთმა ტაქტიკამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და გასულ კვირას ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი შეიჭრა. 

  • დრონების და სარაკეტო დარტყმებით თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში ამ დრომდე 1200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. 

დიდი სურათი: პოკროვსკ-მირნოჰრადის ალყაში მოქცევის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს 26 ოქტომბერს გამართულ თათრბირზე მოახსენა.

  • მომდევნო დღეებში ალყის შესახებ რამდენიმეჯერ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მეტიც რუსეთის პრეზიდენტმა პროპაგანდისტული მიზნებით ქალაქში უცხოეული ჟურნალისტების შეშვების მზაობაც გამოთქვა. 

  • სრული ალყის შესახებ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების განცხადებებს სკეპტიკურად გამოეხმაურნენ რუსი ტელეგრამ Z-ბლოგერების რიგებშიც. 

  • მიუხედავად ამისა, უკრაინული წყაროების ცნობით პოკროვსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზები პრაქტიკულად საოკუპაციო არმიის საცეცხლე კონტროლს ექვემდებარება. 

  • ჰაერში რუსული დრონების დომინაციის ფონზე მომარაგების გზებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მომარაგება და დაჭრილების ევაკუცია ქვეითად, სახმელეთო და საჰაერო სატვირთო დრონებით მიმდინარეობს. 

დაეწიე ამბავს: როგორც ჩანს სწორედ რუსების ინფილტრაციის ბლოკირების მიზნით ქალაქში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР-ის) მცირე დესანტი გადასხეს. 

  • ამის შესახებ თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაწერა, მოგვიანებით დაადასტურეს უკრაინსკა პრავდა და BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროებმა უკრაინულ სპეცსამსახურებში. 

  • ამავე წყაროების ცნობით, საუბარი ოპერაციას ადგილიდან ხელმძღვანელობის სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი - გავრცელებულ კადრებზე, რომლის გადაღების ლოკაციაც არ არის ვერიფიცირებული ჩანს Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი საიდანაც 11 უკრაინელი სპეცრაზმელი გადმოდის. 

კონტექსტი: პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში ეს 2023 წლის გაზაფხულზე, ბახმუტის აღებიდან მოყოლებული რუსეთის არმიის მიერ დაკავებული უმსხვილესი ქალაქი იქნება - სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 60 ათასს აღემატებოდა. 

მსგავსი სიახლეები