ფრანგი გენერალი: უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება იარაღის მიწოდების ჩარჩოს გასცდეს
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ტიერი ბურკჰარდმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა ელოდეს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერისას მხოლოდ იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება.
"ომი დასრულდება, როდესაც რუსეთი შეწყვეტს შეტევას," - განუცხადა ბურკარდმა ჟურნალისტებს ნატოს ახალი წევრის, შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან პარიზში შეხვედრის შემდეგ.
"ვლადიმერ პუტინმა თავისი ოპერაცია იმ აზრზე დააფუძნა, რომ დასავლეთი არასდროს შევა უკრაინაში, არამედ უბრალოდ იარაღს მიაწოდებს," - თქვა ბურკჰარდმა. "ჩვენ მას უნდა ვაჩვენოთ, რომ ის ვერ შეძლებს ამ ლოგიკის გამოყენებას ბოლომდე, რადგან ეს აზრი არ არის სწორი."
"უკრაინის ომი ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ ჩართული ვართ მის შედეგებში. ამიტომ ევროპელებს უნდა შეეძლოთ რისკების აღება, რათა უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება მომდევნო ათწლეულში," - განაცხადა გენერალმა.
უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ მისი კომენტარების კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკან დახევაზე, მაგრამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ მიჰყვება "ესკალაციის ლოგიკას" მოსკოვთან ურთიერთობაში.
მოგვიანებით, მის მიერ წამოჭრილი იდეის კომენტირებისას, მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი სცენარი რეალობად იქცევა, ფრანგი მებრძოლები არ გადავლენ შეტევაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
"პრეზიდენტის განზრახვა არის ვლადიმერ პუტინმა გაიგოს, რომ ჩვენ გვესმის, რა არის სასწორზე უკრაინაში," - თქვა ბუკჰარდმა.