ფრანგი ჯარისკაცები ბურკინა ფასოს დატოვებენ -პუტინის გავლენა აფრიკაში იზრდება?

ბურკინა ფასოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ფრანგულმა დანაყოფებმა, ქვეყანა 24 თებერვლამდე დატოვონ, რაზეც პარიზში თანხმობა განაცხადეს.

"ხელშეკრულების პირობების თანახმად, დეონსაცია ძალაში შედის, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ერთ თვის შემდეგ. ჩვენ შევასრულებთ ამ შეთანხმების პირობებს და დავაკმაყოფილებთ ბურკინა ფასოს მთავრობის მოთხოვნას," - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა. 

ბურკინა ფასოსა და საფრნაგეთს შორის, ეს შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, რაც უსაფრთხოების დაცვის მოტივით იყო განპირობებული.

თუმცა, ქვეყანაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებების შემდეგ, საფრანგეთთან ურთიერთობაში, არაერთი ბზარი გაჩნდა. 

დასავლეთ აფრიკულ ქვეყანაში, ისლამისტური ჯგუფების აჯანყება, ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც მათი კონტროლის ქვეში საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ხოლო მილიონობით ადამიანს, საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ჯიჰადისტური ჯგუფების აქტიურობის გარდა, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს რუსული გავლენის გაზრდის მცდელობა. მალის მთავრობასა და რუსს დაქირავებულ სამხედროებს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ, იგივე სცენარია შესაძლოა ბურკინა ფასოსიშიც განმეორდეს.

ეს ეჭვები განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ხუნტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი, სულ ცოტა ხნის წინ, მოსკოვში იმყოფებოდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა, სადაც რუსეთთან პარტნიორობას "ლოგიკური არჩევანი" უწოდა.

კონტექსტი

დღეის მდგომარეობით, ბურკინა ფასოში 200-დან 400-მდე ფრანგი სამხედრო იმყოფება, რომლებიც გასული წლის შემდეგ, მალიდან გადმოიყვანეს.

მალიში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ, ფრანგი სამხედროების გასვლა მოითხოვა, ხოლო სანაცვლოდ, შეთანხმება ევგენი პრიგოჟინის ვაგნერთან გააფორმა, რომლის წევრებიც აფრიკულ ქვეყენაში მალევე გამოჩნდნენ. 

პოლიტიკური არასტაბილურობა, ბურკინა ფასოსთვისაც არ არის უცხო.

2022 წლის დასაწყისში, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი კრისტიან კაბორე დააპატიმრეს, ხოლო ხელისუფლებაში პოლკოვნიკი დამიბა და სამხედრო საბჭო მოვიდა. 

თუმცა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან 8 თვის შემდეგ, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც პოლკოვნიკი დამიბა ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო ქვეყნის დროებითი პრეზიდენტად, გადატრიალების ლიდერი - კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე აირჩიეს. 

მისი თქმით, დამიბას წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულების მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოფილმა მმართველმა ვერ შეძლო ისლამისტური აჯანყების ჩახშობა.

ფრანგი ჯარისკაცების ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნის მიუხედავად, ტრაორეს ხელისუფლება აცხადებს, რომ ბურკინა ფასო არ აპირებს ვაგნერის წევრების დაპატიჟებას და საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება სურს.  

ბურკინა ფასო აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. 

2015 წლის შემდეგ, ჯიჰადისტების მიერ მეზობელი მალიდან დაწყებული აჯანყების შედეგად, ქვეყანაში ათასობით ადამიანი მოკვდა, ხოლო 2 მილიონზე მეტმა ბურკინა ფასოელმა საკუთარი სახლი დატოვა. 

უხეში დათვლებით, ქვეყნის 30%-ზე მეტი, მთავრობის კონტროლის მიღმაა, რამაც სამხედრო ნაწილებში ფრუსტრაცია და გაბრაზება გამოიწვია, რისი შედეგიცაა 2022 წელს მომხდარი ორი სამხედრო გადატრიალება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები