ფრანგული სამხედრო კომპანიები უკრაინაში წარმოებას გახსნიან
შეიარაღების მწარმოებელი რამდენიმე ფრანგული კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების გახსნას გეგმავს.
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნომ განაცხადა.
"3 ფრანგული კომპანია დაიწყებს პარტნიორობას უკრაინულ კომპანიებთან. კერძოდ საუბარია უპილოტო აპარატების და სახმელეთო ტექნიკის წარმოების სექტორებში, მათ სურთ სათადარიგო ნაწილების წარმოების დაწყება და მომავალში სავარაუდოდ საბრძოლო მასალებისაც",- განაცხადა მინისტრმა.
ლეკორნო ამბობს, რომ გეგმის მიხედვით უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული პირველი ტექნიკას ЗСУ უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღებს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ უკრაინაში წარმოების დამწყებთა მსურველებს შორისაა კომპანია KNDS, რომელიც ძირითადად ტანკებსა და მძიმე ჯავშანტექნიკას აწარმოებს.