ფრონტის ხაზი: 28 ივნისის 7 მთავარი ამბავი უკრაინიდან

უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:

  • "ომის დანაშაულის" ბრალდებები დაბომბვის შემდგომ: დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს "საზარელი" თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე უკრაინაში. მათი თქმით, "უდანაშაულო მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმა ომის დანაშაულს წარმოადგენს". უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაბომბვას "ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. სამშაბათს უკრაინის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა მოითხოვეს თავდასხმის განსახილველად.
  • პუტინი ტაჯიკეთში: რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ საერთაშორისო ვიზიტზე გაემგზავრება. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი დღეს ტაჯიკეთში ჩავა და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდება.

  • ლისიჩანსკში რაკეტა ხალხს მოხვდა: მინიმუმ რვა ადამიანი გარდაიცვალა და 42 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსული სარაკეტო სისტემის ნასროლი რაკეტა იმ ხალხს მოხვდა, ვინც ტანკერიდან წყლის ასაღებად იყო გასული. თავდასხმა მოხდა რუსების მცდელობის ფარგლებში, სცადონ ლისიჩანსკის აღება - ლუჰანსკის რეგიონის ბოლო ქალაქი, რომელსაც ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.

  • გაზის შეფერხება: ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის თანახმად, "სავარაუდოა სერიოზული შეფერხება" რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებაში. ის მოუწოდებს ბლოკის წევრ ქვეყნებს, უკეთ მოემზადონ. "რამდენადაც ამჟამად წევრი სახელმწიფოებისთვის გაზის მიწოდება გარანტირებულია, მიწოდების უსაფრთხოების რისკები იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე", - თქვა კადრი სიმსონმა.

  • რუსეთთან ურთიერთობები სამუდამოდ დაზიანდა: დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთთან ომამდელი კავშირების დაბრუნება შეუძლებელია. იმის თმით, მოსკოვის მიერ წამოწყებული ომი "საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი, დიდი წყვეტაა".

  • რუსული დაბომბვების მატება: პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში იმაზე მეტი თავდასხმა განახორციელა, ვიდრე წინა კვირებში. "ეს შეიძლება დიდი შვიდეულის სამიტს უკავშირდებოდეს. დანამდვილებით შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინელების მიერ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) თეატრში შემოტანას. ანდაც შეიძლება, მათ სამომავლო საბრძოლო სტრატეგიის ნაწილი იყოს", - ამბობს ის.

  • NATO-ს გაძლიერება: NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აღმოსავლეთით საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადების დონემდე გააძლიერებს და მზადყოფნაში მყოფი ჯარის რაოდენობას 300 ათასამდე გაზრდის. NATO-ს სამიტი მადრიდში 28 ივნისს იწყება.

მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები