ფრონტის ხაზი: დღევანდელი დღის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი

რუსეთი აძლიერებს შეტევას ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში, მძიმე დაბომბვები გრძელდება მთავარ ინდუსტრიულ ქალაქში - სევეროდონეცკში. ვოლოდიმირ ზელინსკის განცხადებით, დონბასი "ძალიან რთული" სიტუციაშია. 

უკანასკნელი ცნობები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, სევეროდონეცკი არ დაცემულა: სერჰი ჰაიდაიმ, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შაბათს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრიანის მთავარი ქალაქი - სევეროდონეცკი "არ იყო მოწყვეტილი", იმ ფონზე, როდესაც რუსული ჯარები კონცენტრირებულ შეტევას ახორციელებენ ლუგანსკის რეგიონზე. 

ჰაიდაის თქმით, რუსების ინტენტსიური დაბომბვის ქვეშ იმყოფება სევეროდონეცკი, ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც უკრაინელების ბოლო საყრდენი პუნქტია ლუგანსკში. უკრაინული ძალები იბრძვიან, რათა თავიდან აიცილონ რუსული ძალების აშაკრა მცდელობა, ალყაში მოაქციონ სევეროდონეცკის დამცველები, მაშინ როდესაც რუსი სამხედროები წინ რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი: რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, კრემლის მიერ ოკუპირებულმა ხერსონმა, უკრაინასთან საზღვრები დახურა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ხერსონის სასაზღვრო გასასვლელები უკრაინასთან, კერძოდ - მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებთან დაკეტილია, ხოლო რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ზაპოროჟიეს ოლქში გადაადგილება კვლავ შესაძლებელია. 

მომარაგების ხაზები: უკრაინული სამხედრო ძალების განცხადებით, რუსული მხარე სარკინიგზო ბრიგადების მობილიზებას ახორციელებს, რათა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეაკეთონ უკრაინის ჩრდილოეთით დაზიანებული სარკინიგზო ხაზები, რისი მიზანიც მომარაგების მარშუტების აღდგენაა.

სამხედრო (იარაღით) დახმარება: აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელბმა განაცხადეს, რომ მათ "იცოდნენ და გააზრებული ჰქონდათ" უკრაინელების მოთხოვნა მოწინავე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების შესახებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული. CNN-ი ხუთშაბათს იტყობინებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება MLRS სისტემების გადასაცამად, რომელიც სამხედრო და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დიდი დახმარების ნაწილი იქნება. გადაწყვეტილება შესაძლოა, მომავალ კვირას გამოცხადდეს.

რუსეთმა წამრატებით გამოსცადა ცირკონის ზებგერითი საკრუიზო რაკეთა: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცირკონის ზებგერითი რაკეტის გამოცდა 1000 კმ-ს დისტანციაზე წარმატებით დასრულდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტების გასროლა ბარენცის ზღვის წყლებიდან განხორციელდა თეთრი ზღვის მიმართულებით, რომელიც სამიზნედ იყო არჩეული. 

 

მასალა მომზადებულია CNN-ის სტატიაზე დაყრდნობით

 

 

მსგავსი სიახლეები