ФСБ-მ პრიგოჟინს მილიარდობით რუბლი და შოიგუს ნაჩუქარი იარაღი დაუბრუნა

ვაგნერის დამფუძნებელს მისი ოფისიდან ამოღებული მილიარდობით რუბლი და სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი პისტოლეტი დაუბრუნეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგული გამოცემა Фонтанка ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, პრიგოჟინი ბელარუსიდან პირადად ჩამოვიდა პეტერბურგში სადაც კუთვნილი ნივთების ასაღებად ლენინგრადის ოლქში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სამმართველოს ესტუმრა.

"პრიგოჟინს გადასცეს მისი კუთვნილი Caига-ს ტიპის 2 კარაბინი, ასევე Steyr Mannlicher-ის ტიპის იარაღი, გარდა ამისა, АРка-ს ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანა, კიდევ რამდენიმე პისტოლეტი და ვაგნერის ოფისიდან ამოღებული 10 მილიარდი რუბლი",- ნათქვამია პუბლიკაციაში. 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად პრიგოჟინს დაუბრუნეს სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი Glock-ის ტიპის პისტოლეტიც - ეს იარაღი პრიგოჟინმა რუსეთის გმირის წოდებასთან ერთად მიიღო. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პრიგოჟინმა კუთვნილი ნივთების აღებისთანავე დატოვა რუსეთის ტერიტორია. ბოლო მონაცემებით, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე გადაბარგდა, ვრცელდება ცნობები ვაგნერისთვის საველე ბანაკების მშენებლობის დაწყების შესახებაც. 

მსგავსი სიახლეები