G7 რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს 23 ნოემბერს გამოაცხადებს - Bloomberg

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა 23 ნოემბერს უნდა გამოაცხადონ, თუ რა დონეზე დააწესებენ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრის წინ, 23 ნოემბერს გამოაცხადებს შეთავაზებულ ფასს.

წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის ელჩები მხარს დაუჭერენ წინადადებას, იგეგმება შეზღუდვის იმავე საღამოს გამოცხადება.

შეზღუდვა, რომელსაც მხარს უჭერს დიდი შვიდეული და ევროკავშირი, აუკრძალავს კომპანიებს ტრანსპორტირების სერვისების მიწოდებას, სადაზღვეო და საბროკერო მომსახურებას, ასევე ფინანსურ დახმარებას, რაც აუცილებელია რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნავთობი გაიყიდება შეთანხმებულ ფასზე იაფად.

რუსეთის ნედლი ნავთობის ფასის შეზღუდვის გეგმა 5 დეკემბრის შემდეგ შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები