გადამწვეტი ღამე: ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს - სრული ტექსტი

დღეს ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დასაცავად აბსოლიტურად ყველა ფრონტზე - დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩვენი ლამაზი სამშობლოს ბევრ სხვა ადგილში. 

ვიბრძვით დიპლომატიურ ფრონტზეც, უფრო მარტივი იქნება ჩამოვთვალო თუ რომელი ქვეყნის ლიდერთან არ ვისაუბრე დღეს. ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს, კანცლერ შოლცს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს. 

მე საერთაშორისო ლიდერებთან იმ ზომებზე თუ რას ელოდება მათგან უკრაინა და შევთანხმდით უკრაინის დახმარების ახალ მნიშვნელოვან პაკეტზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ლიდერს და განსაკუთრბით პრეზიდენტ ბაიდენს, ასევე ლამაზ და კეთილ ქართველ ხალხს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში და მხარი დაუჭირა უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ. მადლობა. 

ჩვენი მიზანია დავასრულოთ სისხლისღვრა. მტერი სერიოზულ დანაკარგებს განიცდის, საუბარია ასეულობით, ასეულობით ჯარისკაცზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის საზღვარზე, ჩვენს მიწაზე გადმოვიდნენ. თუმცა, დანაკარგებს განვიცდით ჩვენც, უკრაინელები გმიურად ებრძვიან ოკუპანტებს. 

ოკუპანტებს სულ უფრო აბსურდული საბაბების გამოგონება უწევთ ამ ომის გასამართლებლად. დარწმუნებული ვართ, მათ ბრალდებებს არ დაიჯერებენ არც უკრაინელები, არც სხვაგან მსოფლიოში და არც რუსეთის მოქალაქეები. 

არ არსებობს ისეთი, რამ ახსნიდა და გაამართლებდა რატომ ესვრიან არტილერიით საბავშვო ბაღებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. კიევის რაიონში ისროდნენ გრადებით დაიბომბა საბავშვო ბაღი, სუმის რაიონი დაიბომბა ურაგანებით, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა დასახლებული კვარტლები, საბავშვო ბაღები.

ეს არის ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ? ვინ არის ეს ბავშვები? ისინიც ნეონაცისტები არიან, თუ ისინი ნატოს ჯარისკაცები არიან, რომლებიც რუსეთს ემუქრებიან. 

ყველამ, ვიმეორებ ყველამ უნდა გააკეთოს ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში ამ ომის შესაჩერებლად. აგრესია ანგრევს ნორმალურ ცხოვრებას არამხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთსა და ევროპაშიც.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის გაძლიერებული შეტევის ფონზე, კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინელებს. გთავაზობთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვის ტექსტს სრულად. 

უნდა ვთქვა, რომ ამ ღამით დარტყმის ქვეშ არის ჩვენი უმსხვილესი ქალაქებია - ჩერნიჰოვი, სუმა, ხარკოვი, ჩვენი გოგოები და ბიჭები იბრძვიან დონბასში, განსაკუთრებული ყურადღება კიევს, ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ დედაქალაქი. 

მინდა მივმართო ჩვენ დამცველებს ყველა ფრონტზე - ამ ღამით მტერი შეეცდება ჩვენი წინააღმდეგობის გატეხვას, ისინი შტურმზე გადმოვლენ, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ რა გველოდება, ეს ღამე უნდა გავძლოთ, უკრაინის ბედი ამ წუთებში წყდება. 

თითეული მოქალაქე განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს და უნდა დაეხმაროს ერთმანეთს, განსკუთრებით მოხუცებულებს. 

ისინი ვინც, უკვე შეურთდით ტერიტორიული თავდაცვის არმიას შეაჩერეთ მტერი სადაც შეგიძლიათ, გადაღებეთ სპეციალური ნიშნები, რომლებსაც დივერსანტები ტოვებენ გზებსა და სახლებზე. 

გაანადგურეთ მტერის ტექნიკა ყველაფრით რითიც შეგიძლიათ, არ დაუტოვეთ გადარჩენის არანაირი შანსი, მათ ვინც საბავშვო ბაღს ესვრის. 

ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის, გვჯერა მათი და ვფიქრობთ მათზე, ვიცავთ სამშობლოს. ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ შემგედ დადგება დილა. 

 

 

მსგავსი სიახლეები