გაერო: 2021-ში პანდემია ტურიზმის ინდუსტრიას 2 ტრილიონი დოლარით დააზარალებს

 

კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების გამო გლობალური ტურიზმის ინდუსტრია 2021 წელს 2 ტრილიონამდე აშშ დოლარით იზარალებს, წერია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ახალ ანგარიშში.

ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში ტურიზმმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს შორის ყველაზე მეტი ზიანი მიიღო.

პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს, ტურიზმის ინდუსტრიის ბრუნვა სამნახევარ ტრილიონ დოლარს - მსოფლიო მშპ-ს 4 %-ს - უტოლდებოდა.

შარშან მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელების 70 %-ი სწორედ ტურიზმის კლებაზე მოდიოდა.

ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემები „დამაიმედებელია“, თუმცა ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს მაინც ვერ გადაუსწრო.

კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონ ვარიანტის“ გავრცელებამ შესაძლოა ტურიზმის ინდუსტრიის მომჯობინება კიდევ უფრო მეტად გადაავადოს.

მსგავსი სიახლეები