გაერო: 3 მილიონამდე მიანმარელს „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ დახმარება ესაჭიროება
გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი, მარტინ გრიფითსი აცხადებს, რომ სამ მილიონამდე მიანმარელს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება „კონფლიქტით გამოწვეული საფრთხეების, კორონავირუსის და ჩამოშლილი ეკონომიკის გამო“.
სამხრეთაზიურ ქვეყანაში კრიზისი 1 თებერვალს სამხედროების მიერ სამოქალაქო ხელისუფლების დამხობის და მიანმარის ლიდერ აუნ სან სუ ჩის დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა.
გრიფითსის თქმით, თუ მიანმარში ძალადობას და დაპირისპირებას ბოლო არ მოეღება, უკიდურესად გაჭირვებულთა რაოდენობა „კიდევ გაიზრდება“.
გაეროს დათვლით, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიანმარში ჰუმანიტარული მისიის დასაფინანსებლად საჭირო 385 მილიონი დოლარიდან მხოლოდ ნახევრის მოგროვება მოხერხდა.
ორშაბათს ერთი წელი შესრულდა მიანმარში (ბირმა) ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ „თავისუფლად და სამართლიანად ცნო“.
არჩევნებში ხმების 80% მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აუნ სა სუ ჩის პარტიამ „ლიგა დემოკრატიისთვის“ მიიღო.
მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა არჩევნების ბათილად გამოცხადება მოითხოვეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს.