გაერო: უკრაინა ერთ მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ერთ მილიონამდე პირმა დატოვა.
უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა პოლონეთში იმყოფება.
ბევრმა მიგრანტმა ომისგან თავის გარიდება უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვაში და რუმინეთში სცადა.
იმ ფონზე, როცა რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინული ქალაქების - მათ შორის სამოქალაქო ობიექტების - დაბომბვას სულ უფრო აძლიერებენ, გაერო ჰუმანიტარული ვითარების მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობს.
Reuters-ის თანახმად, სისხლიანი კონფლიქტის შედეგად ჯამში უკრაინა შეიძლება ხუთ მილიონამდე ადამიანმა დატოვოს.