გაიდაი: რუსებმა წარუმატებლად სცადეს ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის დაკავება

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების მორიგი შეტევა მოიგერიეს ლისიჩანსკსა და ბახმუტს შორის გზატკეცილზე, რომლის დაკავებას დამპყრობლები უკვე ორი თვე უშედეგოდ ცდილობდნენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

"უკრაინელმა სამხედროებმა შეაჩერეს მტრის მცდელობა, დაეკავებინათ ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალი. რუსები მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალის აღებას ორ თვეზე მეტია აპირებენ, მაგრამ ამ გზის რამდენიმე კილომეტრს მაინც ვერ აკონტროლებენ", - წერს გაიდაი.

მან აღნიშნა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ არტილერიით დაბომბვას, რასაც მოჰყვება შტურმის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების მცდელობები.

გაიდაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 15 ივლისს ოკუპანტებმა ოთხი სარაკეტო შეტევა განახორციელეს ლუგანსკის რეგიონის დასახლებებზე. გარდა ამისა, მათ გარშემო სამი დასახელება არტილერიით, კიდევ ხუთი კი ნაღმტყორცნებით დაბომბეს.

კერძოდ, ავიაციამ დაბომბა ვერხნეკამენსკოე და ბელოგოროვკა. ამ უკანასკნელთან სარაკეტო და საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა. დამპყრობლები ასევე ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერხნეკამენსკოეს რაიონში შეტევითი მოქმედებებით.

"რუსები "განთავისუფლებას" დაპირდნენ, მაგრამ თავად კლავენ სიცოცხლეს ლუგანსკის რეგიონში. ისინი ანგრევენ სახლებს და ინფრასტრუქტურას, კლავენ ხალხს. ხოლო მათ, ვინც გადარჩა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა, სხვა გზა არ აქვს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, უკვე სახლიდან შორს." - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები