"განახლება აუცილებელია" - ზელენსკის პირველი ღია მინიშნება ზალუჟნიზე?

უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან დაადასტურა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსნის შეცვლას განიხილავს, თუმცა კონკრეტული სახელი და გვარები არ დაუსახელებია. 

როდესაც მას კითხვა დაუსვეს ზალუჟნის შესახებ, იგულისხმებოდა თუ არა ამ კონტექსტში, ზელენსკიმ შემდეგი რამ განაცხადა: 

"როდესაც ვსაუბრობ ცვლილებაზე, არ ვგულისხმობ ერთ ადამიანს, აქ საუბარია მთლიანად ქვეყნის ხელმძღვანელობაზე."

მისი თქმით, საქმე მხოლოდ სამხედრო მეთაურებს არ ეხება და ცვლილებები "რამდენიმე სახელმწიფო მაღალჩინოსნსაც" მოიცავს. 

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტს გენერალ ზალუჟნიზე დადასტურებით არაფერი უთქვამს, დასავლურ მედიაში ბევრმა, ეს განცხადება, პირველ ღია მინიშნებად მიიჩნია. 

კონტექსტი 

ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და წინააღმდეგობაზე ბოლო თვეებში არაერთი უკრაინული და დასავლური მედია წერდა. 

ეს ხმები განსაკუთრებით 29 იანვრის შემდეგ საოცარი სისწრაფით გავრცელდა. ზელენსკის მიერ ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ წერდნენ უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტები და არმიასთან დაკავშირებული წყაროები. 

თითქმის 2-საათიანი დუმილის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იმავე ტელეგრამში გამოაქვეყნა მოკლე შეტყობინება - "არა ჟურნალისტებო, ეს არ არის მართალი."

მოგვიანებით ზალუჟნის გადაყენება უარყო ზელენსკის პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმაც. 

წყაროების ცნობით, 29 იანვარს ზელენსკიმ მის მთავარ გენერალს ЗСУ-ს მთავარსარდლის ნაცვლად ომის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა. ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტის შემოთავაზებას არ დათანხმდა და თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლაზე უარი თქვა. 

გაზეთის 2 წყაროს ცნობით, კიევში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ЗСУ-ს მთავარსარდალს განუმარტა, რომ მას თანამდებობიდან მისი თანხმობის გარეშეც გაათავისუფლებდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები