ისრაელის თავდაცვის მინისტრის დამლაგებელი ირანისთვის ჯაშუშობაზე დააკავეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის სახლის დამლაგებელი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ისრაელის სპეცსამსახურის, შინ ბეთის წარმომადგენელმა განაცხადა.

ომრი გორენი იქამდე დააკავეს, ვიდრე ის ირანისთვის ინფორმაციის გადაცემას შეძლებდა.

დაკავებულს შპიონაჟისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინ ბეთის განცხადებით, გორენი "ირანთან აფილირებულ პირს დაუკავშირდა და სხვადასხვა ფორმით დახმარება შესთავაზა, რადგან თავდაცვის მინისტრის სახლში შესვლა შეეძლო."

შეთავაზება განცის კომპიუტერიდან ინფორმაციის მოპოვებას მოიცავდა.

"თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ომრიმ ბენი განცის სახლში სხვადასხვა ობიექტებს ფოტოები გადაუღო, მათ შორის, მინისტრის კომპიუტერს", - ნათქვამია შინ ბეთის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები