განცმა ნეთანიაჰუს ომისშემდგომი ღაზას შესახებ გეგმის წარდგენა მოსთხოვა

ისრაელის ეროვნული ერთიანობის მთავრობის წევრი ბენი განცი გადადგომით იმუქრება, თუ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 8 ივნისამდე არ წარადგენს სამოქმედო გეგმას, როგორი იქნება ღაზას სექტორის მმართველობა ომის შემდეგ.

The Times of Israel-ის ცნობით, პოლიტიკოსმა ეს ულტიმატუმი 19 მაისს წამოაყენა.

"მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები წარმოუდგენელ გამბედაობას ავლენენ ფრონტზე, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ისინი ბრძოლაში გაგზავნა, მშიშარა და უპასუხისმგებლოა," - თქვა განცმა.

მისი თქმით, კაბინეტმა უნდა შეიმუშაოს მსგავსი გეგმა ექვსი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

"მათ შორის - რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლება, ღაზას სექტორში ჰამასის ძალაუფლების დამხობა, მისი დემილიტარიზაცია და მასზე ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის დამყარება, ამ რეგიონის სამოქალაქო მმართველობის საერთაშორისო მექანიზმის შექმნა. შეერთებული შტატების, ევროკავშირის და არაბული ქვეყნებისა და პალესტინელების მონაწილეობით." - თქვა მან.

განცმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლების სახლებში 1 სექტემბრამდე დაბრუნება, რომებიც ახლა ევაკუირებული არიან "ჰეზბოლას" სარაკეტო თავდასხმების გამო.

"ექვსსაფეხურიანი გეგმა მარტივი არ იქნება," - განაცადა მან.  

ნეთანიაჰუს პასუხი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის პოზიცია გააკრიტიკა.

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მოთხოვნები ისრაელის დამარცხებას, ღაზას სექტორში "ჰამასის" ძალაუფლების შენარჩუნებას და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ნიშნავს.

"განცმა გადაწყვიტა "ჰამასისთვის" ულტიმატუმის წარდგენის ნაცვლად, ულტიმატუმი პრემიერ-მინისტრისთვის წაეყენებინა," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

ვრცლად ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე:

მსგავსი სიახლეები