გენერალი ალექსეევი პრიგოჟინზე: ეს სახელმწიფო გადატრიალებაა

რუსმა გენერალმა ვლადიმერ ალექსეევმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" გადაწყვეტილება - როსტოვისკენ "ღირსების მარშის" ჩატარება მკაცრად გააკრიტიკა და სახლმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნია. 

"ჩვენი ქვეყანა ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. როდესაც დასავლური სამყარო სრულად არის ჩვენს წინააღმდეგ, ხოლო ბომბები მთელი მსოფლიოდან მოფრინავს, ასეთი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ახლა თქვენ ვიღაცის პროვოკაციული იდეის საფუძველზე ცდილობთ, უდიდეს დანაკარგებამდე მიგვიყვანს. 

პირველ რიგში პოლიტიკურ დანაკარგზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, რა ენთუზიაზმით მიიღებს ამას დასავლეთი."- განაცხადა გენერალმა, რომელიც "ვაგნერის" წევრებს მიმართავდა. 

"უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირების დანიშვნის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია, ხოლო თქვენ ამ უფლებამოსილების ხელყოფას ცდილობთ. ეს სახელმწიფო გადატრიალებაა, რისი გაკეთებეის საჭიროებაც ახლა არ არსებობს." - აღნიშნა ალექსეევმა. 

რუსი გენერლის განცხადებით, ასეთი ქმედებით რუსეთისა და მის შეიარაღებულ ძალების რეპუტაციას უზარმაზარი ზიანი მიადგება.  

მსგავსი სიახლეები