გენერალი მილი: თუ რუსეთი შეიჭრება, კიევი შესაძლოა 72 საათში დაეცეს

 

ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ კონგრესში განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში, კიევი შეიძლება 72 საათში დაეცეს. ამის შესახებ Fox News-ს ინფორმაცია კონგრესიდან რამდენიმე წყარომ მიაწოდა.

მილიმ კანონმდებლებს დახურულ შეხვედრაზე უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციას 15 000 უკრაინელი და 4000 რუსი სამხედრო შეეწირება.

რამდენიმე კანონმდებელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმარისად სწრაფად არ გაუგზავნა უკრაინას სამხედრო დახმარება, რაც მათ რუსეთის ინტერვენციისგან თავდაცვაში დაეხმარებოდათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ უფრო დიდი სამხედრო დახმარება რუსეთმა უკრაინაში შეჭრის მიზეზად შეიძლება გამოიყენოს.

დეკემბრის შემდეგ, უკრაინამ ამერიკისგან 200 მილიონი დოლარის სახმედრო დახმარება მიიღო, 600 მილიონის დახმარებას კი გაერთიანებული სამეფოსგან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისგან მიიღებს.

 

 

მსგავსი სიახლეები