გენერალი მილი: უკრაინამ F-16-ები შეიძლება უახლოეს მომავალში მიიღოს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინამ F-16-ის გამანადგურებლები შესაძლოა უახლოეს მომავალში მიიღოს.
ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა იორდანიულ ტელეარხ Al-Mamlaka-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"F-16-თან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ყველაფერი წინ მიდის. ასე რომ, არის სასწავლო პროგრამა და ისინი (უკრაინელები - რედ.) ალბათ უახლოეს მომავალში მიიღებენ F-16-ს." - თქვა მილიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის კონტრშეტევის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება რუსი დამპყრობლების გამაგრებული პოზიციები. მისი თქმით, რუსები მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ დანაღმულ ველებს, სატანკო თხრილებს და ე.წ. დრაკონის კბილებს.
"უკრაინელებს გააჩნიათ საბრძოლო ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ეს არ არის დასასრული. ასე რომ, ვფიქრობ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნაადრევია საუბარი წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე," - თქვა მილიმ.
დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის გადაწყვეტულება გამოაცხადეს. ეს უკრაინელი პილოტების წვრთვნების დასრულების შემდეგ მოხდება.
მანამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ პირველ დანიური F-16-ებს უკრაინა ახალ წლამდე მიიღებს.