გენერალი ზალუჟნი: მტერს სტრატეგიული ინიციატივა წავართვით
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, უკრიანამ დაპირისპირებაში სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა,
ამის შესახებ გენერალმა, ვალერი ზალუჟნიმ ნატოს სამხედრო კომიტეტზე საუბრისას განაცხადა.
ზალუჟნის თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიასთან მოუწევდათ გამკლავება.
"ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ საკვანძო ომის პირველი თვე იქნებოდა, ჩვენ შევძელით და მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ინიციატივა წავართვის, მივაყენეთ კრიტიკული მნიშვნელოვობის დარტყმები და ვაიძულეთ უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე",- ამბობს ზალუჟნი.
ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმის წარმატებით გადადის კონტრშეტევებზე, რის მაგალითადაც ხარკოვისა და ნიკოლაევის განბლოკვა დაასახელა.
უკრაინული არმიის მეთაურმა ხაზი გაუსვა მარიუპოლის მცველების განსაკუთრებულ როლს, ზალუჟნის თქმით, მარიუპოლში მებრძოლმა უკრაინულმა ნაწილებმა დიდი ხნის განმავლობაში შეაკავეს ოკუპანტების დიდი ჯგუფი, რამაც უკრაინის არმია სხვა მიმართულებით პოზიციების გამაგრების დრო და რესურსი მისცა.
ზალუჟნის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდის მოსკვას გარდა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 დიდი გემი დააზიანეს.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ნატოს წევრი სახელმწიფოდან კოლეგებს ანტი-სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება სთხოვა.