გერმანელმა გენერალმა უკრაინისთვის F-16-ების სწრაფად გადაცემა მოითხოვა
გერმანელი გადამდგარი გენერალი ერჰარდ ბიულერი აცხადებს, რომ უკრაინას არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვა, არამედ დასავლური გამანადგურებლებიც სჭირდება. ამის შესახებ Bild წერს.
კოსოვოში ნატოს ძალების ყოფილი მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის არადამაკმაყოფილებელ ვითარებაში გერმანიის მთავრობას ადანაშაულებს.
მისი თქმით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში მათ საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები აკლიათ, მათ შორის იმიტომ, რომ "[გერმანიის - რედ.] ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვეტილება ძალიან გვიან მიიღო."
"ეს [უკრაინას - რედ.] არ აძლევს საშუალებას მოამზადოს მოქმედების ვარიანტები, რომ დამსხდარიყვნენ და განეხილათ ისინი: რა მოხდება, თუ მოგვიწევს ტანკების უსწრაფესად გაგზავნა? ამიტომ ახლა არ არის საკმარისი აღჭურვილობა", - თქვა ბიულერმა გერმანიის მთავრობის ქმედებებზე.
ბიულერი დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინისთვის ბევრად უფრო სწრაფად გადაცემას ითხოვს, განსაკუთრებით საბრძოლო თვითმფრინავების.
"უკრაინას სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის, ისევე როგორც საბრძოლო თვითმფრინავები," - თქვა მან. ის გულისხმობდა არა გერმანულ თვითმფრინავებს, "არამედ ამერიკულ F-16-ებს, რომლებიც მსოფლიოში ბევრია" და ბაზარზე მათთვის საკმარისი სათადარიგო ნაწილებიც არის.
მისი თქმით, F-16 არის "მხოლოდ მაგალითი". ზოგადად, ბიულერის თქმით, "საკითხავია უკრაინელებმა დამოუკიდებლად უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში."