გერმანია, დანია, შვედეთი: ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები ააფეთქეს

გერმანია, დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ნაკად 1-სა და ჩრდილოეთ ნაკად 2-ის გაზსადენებზე მომხდარი გაჟონვა მიზანმიმართული აფეთქებების შედეგა. 

შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გაზსადენებზე 2 აფეთქება მოხდა, ხოლო დანიელი და შვედი სეისმოლოგების აზრით ორშაბათ დილით, იმ რაიონში სადაც გაზსადენი დაზიანდა 2 მძლავრი აფეთქება დაფიქსირდა. 

"ამ ადგილიდან წამოსული სიგნალები არ ჰგავს მიწისძვრის შედეგად განვითარებულ სიგნალებს. ეს სიგნალები ძალიან ჰგავს იმ სიგნალებს, რომლებსაც როგორც წესი აფეთქებების შემდეგ ვარეგისტრირებთ",- ნათქვამია დანიის გეოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უფსალას სეისმოლოგიური ინსტიტუტის მკველვარების თქმით, მეორე აფეთქება და უფრო ძლიერი იყო და მისი სიმძლავრე 100 კილო/ტროტილის სიმძლავრეს უტოლდებოდა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიძლება იდგეს აფეთქებების უკან. 

ცოტა ხნით ადრე დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ საბოტაჟს. საბოტაჟის შესახებ განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმაც. 

"ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის საბოტაჟი, რომელიც უკრაინაში ვითარების ესკალაციის მომდევნო ნაბიჯს უკავშირდება",- განაცხადა მორავიეცკიმ. 

საბოტაჟის შესახებ საუბრობს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენიც და მომხდარზე პასუხისმგებლებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დარღვევისთვის მკაცრი ზომებით ემუქრება. 

თავის მხრივ უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ადგილი აქვს რუსეთის მიერ მოწყობილ საბოტაჟს, რომლის მიზანიც ევროპის დესტაბილიზაციაა. 

თავის მხრივ საბოტაჟი არ გამორიცხა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც. 

მსგავსი სიახლეები