გერმანია ენერგორესურსებზე ფასების ზრდისგან დასაცავად 200 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერალური მთავრობა ქმნის მექანიზმს, რომელიც ენერგეტიკაზე მაღალი ფასების პირობებში მოქალაქეებისა და ბიზნესის ფინანსურ ტვირთის შეამსუბუქებს. შექმნილი. პროექტის მიხედვით, ფინანსთა ფედერალურმა სამინისტრომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონდისთვის (WSF) 200 მილიარდი ევროს სესხის აღების ნებართვა უნდა მიიღოს. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

WSF-ის სახსრებს დაგეგმილი გაზის ფასების ლიმიტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, ასევე ფინანსურად მძიმე ვითარებაში მყოფი ენერგორესურსების მიმწოდებლების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის ქმედებებმა აიძულა გაზი უფრო მაღალი ფასით შეიძინონ.

WSF გერმანიაში კოროვირუსის კრიზისის დროს შეიქმნა და უფრო დიდი კომპანიების გადასარჩენად გამოიყენებოდა, როგორიცაა Lufthansa.

ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფონდი მუშაობას გააგრძელებს. პროექტში ვკითხულობთ, რომ გამოყოფილი თანხის ოდენობა - 200 მილიარდი ევრო - "მნიშვნელოვანია", მაგრამ ეროვნული ეკონომიკის ზომისა და შესაძლებლობების პროპორციულია.

მსგავსი სიახლეები