გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დაწესებას ითხოვს
გერმანია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, უკვე მერვე პაკეტის შემოღებას. ამასთან დაკავშირებით წინადადებები უკვე გაკეთდა, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე.
გერმანია დაჟინებით მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, რუსული ნავთობის მსოფლიო ფასებზე მაქსიმალური ზედა ზღვარის დაწესებას. ამან რუსეთი უნდა აიძულოს, თავისი ნავთობი მიჰყიდოს მსხვილ მყიდველებს, როგორიცაა ინდოეთი. შედეგი უნდა იყოს დაძაბულობა ნავთობის ბაზრებზე და მოსკოვის შემოსავლების შემცირება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.
ფასის ზედა ზღვარის დაწესება დაწესება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნავთობის ტრანსპორტირების სერვისების ფასთან. მაგალითად, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დასავლური სადაზღვევო მომსახურება შეიძლება გათავისუფლდეს სანქციებისგან, თუ ნავთობის ფასები შემცირდება. მსგავსი წესები შესაძლოა შემოიღონ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართული გადამზიდავი კომპანიებისთვის.