გერმანია უკრაინას ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000-ს გადასცემს. ამის შესახებ dpa ბერლინში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ წერს.

ამრიგად, უკრაინისთვის მიწოდებული გერმანული თვითმავალი ჰაუბიცების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი აღნიშნავს, ამ დანადგარმა ბრძოლაში თავი კარგად გამოავლინა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას 50 ჯავშანმანქანა Dingo-ს და კიდევ ორ სარაკეტო სისტემა MARS II-ს გადსცემს. 

მსგავსი სიახლეები