გერმანია უკრაინას Marder-ებს და Patriot-ის ბატარეას გადასცემს, აშშ - M2 Bradley-ს

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებ-გვერდი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ბაიდენმა და შოლცმა გაიმეორეს "საერთო გადაწყვეტილება გააგრძელონ უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება".

"ამ მიზნით აშშ აპირებს უკრაინას მიაწოდოს ქვეითთა საბრძოლო მანქანები M2 Bradley, გერმანია კი უკრაინას Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანებს გადასცემს. ორივე ქვეყანა გეგმავს უკრაინული ძალების მომზადებას შესაბამისი ტექნიკის გამოყენებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ასევე განიხილეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

"ბაიდენმა და შოლცმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა გააგრძელონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით მხარდაჭერა. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეის გადაცემა. გერმანია შეუერთდება აშშ-ს და უკრაინას Patriot-ის ბატარეას მიაწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები