გერმანია უკრაინის ფინანსურ დახმარებას 12 მილიარდ ევრომდე გაზრდის
გერმანიის ფედერალური კრების საბიუჯეტო კომიტეტი მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 12 მილიარდ ევრომდე გაზრდის ინიციატივას.
ფორმალურად თანხებს გერმანიის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ითხოვდნენ.
12 მილიარდიანი პაკეტი მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელსაც უკრაინა მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს. დარჩენილ 8.8 მილიარდ ევროს უკრაინა სხვადასხვა საკრედიტო ტრანშების სახით 2024-2032 წლებში მიიღებს.
"ამ დახმარების მეშვეობით უკრაინა პირდაპირ შეძლებს შეიარაღების შეძენას, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით",- ნათქვამია გერმანიის მმართველი კოალიციის წევრთა ერთობლივ განცხადებაში.
კონტექსტი
გერმანია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკრაინის ზომით მესამე დონორი სახელმწიფოა, აღნიშნული 12 მილიარდის გარდა, ომის დაწყებიდან ამ დრომდე ფედერალურმა რესპუბლიკამ უკრიანის დასახმარებლად 14.2 მილიარდი ევრო გამოყო.