გერმანიამ 5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ 5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო Welt-ის მოთხოვნის საპასუხოდ ავრცელებს.
ამ თანხაში შედის რუსული სუბიექტების აქტივები, რაც მოიცავს რუსეთის ცენტრალური ბანკს, ასევე ევროკავშირის სანქციების სიაში შემავალ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს. სამინისტრომ გამოცემას არ უპასუხა რამდენად დიდია რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების ოდენობა გერმანიაში.
პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციების აღსრულების ცენტრალური სამსახური (ZfS) ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, იქ 36 თანამშრომელი მუშაობს, თუმცა პერსონალი კვლავ ფართოვდება.
სანქციების კანონის თანახმად, ZfS ასევე ვალდებულია აწარმოოს გაყინული აქტივების რეესტრი, რომელიც უნდა განთავსდეს სამსახურის ვებგვერდზე, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.