გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ს რაკეტები და Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა
				გერმანიის მთავრობამ 4 იანვარს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების სია განაახლა.
ინფორმაციის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინამ მიიღო:
- Leopard 2 A6-ის ტანკების საბრძოლო მასალა;
 - 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder;
 - რაკეტები IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
 - ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D;
 - თვითმავალი საზენიტო სისტემა Skynex;
 - 9 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი;
 - ორი Wisent 1-ის ნაღმების გამწმენდი მანქანა და Beaver-ის ხიდი;
 - 3 ათასზე მეტი ჩაფხუტი;
 - დრონის აღმომჩენი 30 სისტემა;
 - 10 სახმელეთო მეთვალყურეობის რადარი GO12;
 - 10 სატვირთო ავტომობილი Mercedes-Benz Zetros;
 - 3 ტრაქტორი HX81 და 1 მისაბმელი, ასევე 34 მანქანა (სატვირთო, მიკროავტობუსები, ყველგანმავალი);
 - 305 ავტომატი MK 55 და 750 ათასი ტყვია;
 - ათასზე მეტი ზამთრის შენიღბვის ბადე და ორი ათასი ზამთრის შენიღბვის პონჩო.
 
2023 წელს გერმანიის იარაღის ექსპორტმა რეკორდულ 12.2 მილიარდ ევროს მიაღწია. გერმანიიდან იარაღის მთავარი მიმღები ქვეყანა უკრაინა იყო – 4.44 მილიარდი ევრო.