გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს 2 გამშვები გადასცა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს 2 გამშვებს მოიცავს.
ამ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
IRIS-T გამშვებების გარდა, გერმანიამ უკრაინას 4500-ზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი მიაწოდა.
ახალ პაკეტში ასევე შედის 10 სახმელეთო რადარი GO12.
უკრაინამ ასევე მიიღო ოთხი ტრაქტორი HX81 და ოთხი ნახევრადმისაბმელი, ასევე რვა მტვირთავი.
ერთ-ერთ წინა დახმარების პაკეტში გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის კიდევ ორი გამშვები გადასცა.
14 აგვისტოს კიევში ვიზიტის დროს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.