გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ეს ინფორმაცია სამშაბათს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • მრავალფუნქციური საშუალო დისტანციის რადარი TRML-4D;
  • ორი საინჟინრო ხიდის დასაყენებელი მანქანა Biber;
  • სამი მობილური გამანაღმველი სისტემა;
  • 54 სადაზვერვო დრონი Vector;
  • რვა დრონების საწინააღმდეგო სისტემა;
  • ერთი რადიოელექტრონული სადაზვერვო სისტემა.

გარდა ამისა, სიაშია საავტომობილო აღჭურვილობა: ექვსი სასაზღვრო მანქანა, ორი 8x6 მძიმე სატვირთო მანქანა, ხუთი სატვირთო ნახევრად მისაბმელიანი ტრაქტორი, 34 პიკაპი და რვა სატვირთო მანქანა Zetros.

კონტექსტი

13 მაისს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, 2.7 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, რაც ყველაზე დიდი პაკეტია რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ.

დახმარების პაკეტი მოიცავს: 18 თვითმავალი ჰაუბიცა, საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მართვადი რაკეტები, 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM და 12 - IRIS-T SLS.

პაკეტში ასევე შედის 30 Leopard 1A5-ის ძირითადი საბრძოლო ტანკი და 20 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა და 200-ზე მეტი სადაზვერვო დრონი.

მსგავსი სიახლეები