გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს
ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ოპოზიციურმა "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" (CDU/CSU) გაიმარჯვა. 9 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში მათ ხმების 29.5% მოიპოვეს.
მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელმაც ეგზიტპოლების მიხედვით 16.5% მიიღო.
გერმანიის მმართველი კოალიციის უდიდესმა პოლიტიკურმა ძალამ, გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" (SPD) ხმების 14% მოიპოვა. მისმა პარტნიორმა მწვანეებმა - 12%, კოალიციის მესამე წევრმა პარტიამ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" – 5%.
ამომრჩეველთა 5.5%-მა ხმა მისცა მემარცხენე, ნაციონალისტურ "სარა ვაგენკნეხტის კავშირს" (SSV).
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობამ 64% შეადგინა, რაც 2019 წლის წინა არჩევნების მაჩვენებელს (61.4%) აღემატება.
ამასთან, CDU/CSU-ს ბლოკმა 2019 წლის წინა არჩევნებთან შედარებით 0.6%-ით გაზარდა მხარდაჭერა, მწვანეებმა კი 8.5% დაკარგეს და AfD-მ შედეგი 5.5%-ით გააუმჯობესა.
კოალიციის წევრი პარტიების ასეთი ცუდი შედეგი, მოქალაქეების მიერ მთავრობით უკმაყოფილების მანიშნებელია.
არჩევნებში პირველ ადგილზე გასული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" (CDU/CSU) ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრია, რომელიც ახალ ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. CDU-ს წევრია ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.