გერმანიაში ქიმიურ ქარხანაზე აფეთქება მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი
გამოცემა BILD-ის თანახმად, სამხრეთ გერმანიაში მდებარე უდიდეს ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. გამოცემის თანახმად, ხანძარი მალევე ჩააქრეს. 14-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
BASF-ი მსოფლიოში უდიდესს ნავთობქიმიურ კონცერნს წარმოადგენს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, BASF-ის ხელმძღვანელობამ დაგმო რუსეთის აგრესია. მათ უკრაინელი დევნილებისთვის და წითელი ჯვრისთვის 4 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს.
გამოცემა Financial Times-ი, ევროპის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კრემლის ჯაშუშები და დივერსანტები აფეთქებების, ხანძრებისა და თავდასხმების სერიას გეგმავდნენ ევროპაში მდებარე ინფრასტრუქტურაზე.
BILD-ის თანახმად, ამა წლის მაისში, ბერლინში მდებარე კომპანია Diehl-ის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძრის გაჩენა, შესაძლოა, რუს დივერსანტებთან იყოს დაკავშირებული.