გერმანიაში რუსი ოკუპანტების სიმბოლო "Z"-ის გამოყენება დასჯადი ხდება
გერმანიაში შესაძლოა რუსი ოკუპანტების სიმბოლო "Z"-ის გამოყენებისთვის ადამიანები დააჯარიმონ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ქვემო საქსონიის პოლიციას უკვე ეცნობა, რომ ამ სიმბოლოს საჯარო გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდასაჭერად შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცეს.
ამ სიმბოლოს მხარდამჭერებს ბავარიაში ჯარიმა ემუქრებათ. ბავარიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები "მიიღებენ თანმიმდევრულ ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს".
უკრაინაში ინტერვენციისას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები სიმბოლო "Z"-ს იყენებენ.