გერმანიის ელჩი უკრაინაში: იმედი მაქვს, 2023 წლის ზაფხულში შვებულებას ხერსონში გავატარებ
ხერსონის გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი მოსალოდნელი გამარჯვებაა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდჰუსენმა Twitter-ზე დაწერა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი მოსალოდნელი გამარჯვება არის ხერსონის გათავისუფლება! იმედი მაქვს, რომ 2023 წლის ზაფხულში ხერსონის რეგიონში დავისვენებ. მთელი მსოფლიო პატივს სცემს მათ, ვინც გაბედულად იცავს და ათავისუფლებს მშობლიურ მიწას, მარადიული ხსოვნა დაღუპულებს!" - დაწერა ელჩმა.
მან ასევე ხერსონის სამდინარე პორტში 2019 წელს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.