გერმანიის ელჩი უკრაინაში: შროდერი აშკარად პუტინის ხელფასზე მუშაობს

გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის განცხადებებმა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით სურს, გერმანიის საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში "Укринформ"-ს განუცხადა.

"გერმანელების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის მხარეზეა, ამიტომ შროდერმა თავისი განცხადებებით გერმანიაში ბევრი გააბრაზა. უკვე დიდი ხანია აშკარაა, ვინ უხდის მას. მისმა პარტიამ დაიწყო შროდერის გარიცხვის პროცესი, მაგრამ მათ ჯერ ეს არ გაუკეთებიათ." - განაცხადა მან.

გერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შროდერი "აშკარად მუშაობს პუტინის ხელფასზე".

"რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით უფრო ნაკლებ ადამიანს ესმის რატომ აკეთებს ამას, რადგან ჩვენ ნამდვილად გვრცხვენია ამის", - თქვა ფელდჰუსენმა.

მსგავსი სიახლეები